აღწერა
კაბელ-არხი (კაბელის ჯაჭვი, drag chain) შიდა ზომით 18×37 მმ (სიმაღლე × სიგანე). კაბელები და შლანგები ჯაჭვის შიგნით გადის: ჯაჭვი ღერძთან ერთად მოძრაობს, კაბელები კი არ იღუნება და არ იცვითება.
გასახსნელი ხიდები
ხიდები ანჯამაზე იხსნება — კაბელი ზემოდან ეწყობა, ჯაჭვის დაშლა საჭირო არ არის.
იყიდება მეტრობით
ერთი ნაჭერი — 1 მეტრი. ყოველ მეტრს თან ახლავს ბოლო სამაგრების წყვილი: ფირფიტები ორი ხვრელით ჭანჭიკებისთვის და ღარით სამაგრი სალტისთვის. მეტი სიგრძე გჭირდებათ — აიღეთ რამდენიმე მეტრი და შეაერთეთ რგოლები; ზედმეტი სამაგრები მარაგად დაგრჩებათ.
მახასიათებლები
- შიდა ზომა: 18×37 მმ
- მოხრის მინიმალური რადიუსი: დაახლოებით R48 მმ
- მოხრა ერთ სიბრტყეში
- მასალა: შავი პლასტმასი
- კომპლექტში: 1 მ ჯაჭვი და 2 ბოლო სამაგრი
სად გამოიყენება
CNC დანადგარების ღერძებზე — ლაზერული, პლაზმური, ფრეზერული, 3D-პრინტერები: ბიჯური ძრავებისა და სენსორების კაბელები, ჰაერისა და წყლის შლანგები ჯაჭვით მიდის მოძრავ ნაწილამდე.





მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.