ერთპირა სპირალური ფრეზა 3.175x45x20-K

SKU: TLS-SF3175-001
25 ₾

სპირალური ერთპირა ფრეზა Ø3.175 მმ ხის, აკრილისა და პლასტმასის CNC დამუშავებისთვის. ბურბუშელა ზევით მიემართება, ამიტომ ჭრილი კარგად სუფთავდება და ფრეზა ნაკლებად ცხელდება.

34 საწყობშია

აღწერა

ერთპირა სპირალური ფრეზა CNC ფრეზერული დანადგარებისთვის. მუშა დიამეტრი 3.175 მმ, ჭრის ნაწილის სიგრძე 20 მმ, საერთო სიგრძე 45 მმ. მარკირება: 3.175x45x20-K.

სად გამოიყენება

  • ხე, ფანერა და მასიური დაფა;
  • აკრილი და სხვა პლასტმასები;
  • წვრილი კონტურები და ამოჭრები, სადაც Ø3.175 მმ ინსტრუმენტი საჭიროა.

რას იძლევა ერთი პირი

ერთი ჭრის პირი ტოვებს მეტ ადგილს ბურბუშელისთვის. პლასტმასა და აკრილი ნაკლებად ცხელდება და ნაკლებად ეწებება ფრეზას, ბურბუშელა კი თავისუფლად გამოდის ჭრილიდან.

ბურბუშელა ზევით

სპირალი ბურბუშელას ზევით ამოიყვანს და ჭრილიდან გამოაქვს. ღარი სუფთა რჩება, ფრეზა და მასალა ნაკლებად ცხელდება — ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აკრილისა და პლასტმასისთვის, რომლებიც გადახურებისას დნება და ინსტრუმენტს ეწებება. დეტალის ქვედა კიდე სუფთა გამოდის.

რას მივაქციოთ ყურადღება

სპირალი მასალას ზევით ექაჩება, ამიტომ ნამზადი საიმედოდ დაამაგრეთ — მომჭერებით, ვაკუუმით ან ორმხრივი წებოვანი ლენტით. ფანერაზე, ლამინატსა და დაფარულ მასალებზე ზედა კიდე შეიძლება ოდნავ აიშალოს; თუ იდეალურად სუფთა ზედა ზედაპირი გჭირდებათ, დატოვეთ მცირე ნამატი და გააკეთეთ საბოლოო გავლა.

იყიდება ცალობით.

დამატებითი ინფორმაცია

მოდელი

3.175x45x20-K

პარამეტრები

D 3.175 mm, overall length 45 mm, cutting length 20 mm

დიამეტრი, მმ

3.175

ჭრის პირების რაოდენობა

1

ჭრის ნაწილის სიგრძე, მმ

20

ფრეზის ტიპი

end mill

დასამუშავებელი მასალა

acrylic, plastic, wood

ბურბუშელის მიმართულება

up cut

საერთო სიგრძე, მმ

45

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ერთპირა სპირალური ფრეზა 3.175x45x20-K“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

მსგავსი პროდუქტები